შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზის'' გადაწყვეტილებას რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი უარყოფთიად აფასებს.

31 იანვარი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2018120517332148068.png

შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" გადაწყვეტილებას რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი უარყოფთიად აფასებს.
დღეისათვის მოქმედი 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულია შესაბამისი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს.
მოცემულ შემთხვევაში, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას. აღსანიშნავია, რომ სოკარ ჯორჯია გაზი ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე.
მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმინობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფებუის დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით.