2018 წლის საქმიანობის შეჯამება
25 დეკემბერი, 2018
2018 წლის შეჯამება
მომართვიანობა
ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კვლავ მზარდია.
2018 წელს დარეგისტრირდა - 5481 განცხადება (25 დეკემბრის მონაცემებით)
კონსულტაციებისთვის მოგვმართა - 10844 მოქალაქემ
ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში მოგვმართა - 1754 მოქალაქემ
განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა კომპანიების მიხედვით
• სს „თელასი“ - 573
• სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 413
• შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 119
• შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 594
• სს ,,საქორგგაზი“ – 825
• შპს ,,ვისოლ-გაზი“ – 4
• შპს „ყამარ გაზი“ – 20
• შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 1062
• შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 1241
• შპს „მცხეთის წყალი“ – 45
• შპს „რუსთავის წყალი“ – 581
• შპს „ბათუმის წყალი „- 1
სექტორის მიხედვით
• წყალმომარაგება - 2930
• ელექტროენერგეტიკა - 989
• ბუნებრივი გაზი - 1562
წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2018 წელსაც ლიდერობდა. არსებული ციფრების მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მისამართით დაფიქსირდა უფრო მეტი საჩივარი, ვიდრე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ. ამ მხრივ, ძირითადი ნაწილი დაკავშირებული იყო ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერასთან, თუმცა საქმეების სიღრმისეული შესწვლით დადგინდა, რომ კომპანია ვერ ახორციელებს სათანადო მომსახურებას, ხშირად არღვევს სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკს, აგრეთვე დაფიქსირდა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტებიც. თბილისის მასშტაბით კვლავ აქტუალური იყო პრეტენზიები სასმელი წლის მიწოდების ხშირი წყვეტების თაობაზე, აგრეთვე უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებსა და ტექნიკური სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაზე.
ბუნებებრივი გაზის სექტორი 2018 წელს მეორე ადგილზეა. 2017 წელთან შედარებით თბილისში იმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ. დასავლეთ საქართველოში და აჭარის რეგიონში იმატა ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებმა. წლის დასაწყისში ქ.გორიდან კოლოსალური რაოდენობის განცხადება იყო წარმოდგენილი შპს „სოკარ-ჯორჯია“ გაზის მისამართით, რომელიც ცალკე კვლევის საგანი გახდა ენერგოომბუდსმენის აპარატში.
ელექტროენერგეტიკის სექტორში ძირითადი პრობლემები ფიქსირდება რეგიონებში, ვინაიდან აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლის საკითხი. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოდან მივიღეთ არაერთი საჩივარი, რომელიც უვარგისი მრიცხველების გამოცვლის შემდგომ დარიცხული თანხების გასაჩივრებას ეხებოდა. თბილისის მოსახლეობა კი ძირითადად კომპანიის მომსახურების ხარისხის გაზრდას მოითხოვდა. აქტუალური იყო დეპოზიტების თემაც.
რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები
2018 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4335 რეკომენდაცია, ხოლო სემეკს მივმართეთ 680 შუამდგომლობით.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2018 წლის განმავლობში 687 433.43 ლარი შეადგინა.
ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზე 591 196.88 ლარი ჩამოიწერა.
ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 1 278 630.31 ლარი შეადგინა.