17 დეკემბრის სხდომის შედეგი

17 დეკემბერი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018120517332148068.png

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 129 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 17 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასისა” და შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა თანხამ 105 062, 70 ლარი შეადგინა.