გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს
10 დეკემბერი, 2018
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, რაც 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიიღებას უკავშირდება.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. შესაბამისად, პატივი გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანის უფლებების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საქმეში.
ენერგოომბუდსმენის აპარატი უერთდება უფლებადამცველ ორგანიზაციებს და გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. ვისურვებდით, რომ ყოველი უფლება მყარად იყოს დაცული ჩვენ ქვეყანაში.