გაფრთხილება ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს
ზამთრის სეზონის გააქტიურებასთან ერთად იმატებს ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი და საფრთხეები, რომელიც ბუნებრივი გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟს და ექსპლუატაციას უკავშირდება. ასეთი რისკებით გამოწვეული შედეგები ხშირად დაუნდობელი და ფატალურია, რის გამოც მოვუწოდებთ ყველა მომხმარებელს, ზედმიწევნით შეასრულონ მომსახურე კომპანიის წარმომადგენლების მითითებები უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, დარეკონ შესაბამის სამსახურებში და მოითხოვონ შემოწმება, წელიწადში ერთხელ გადაამოწონ საკვამლე-სავენტილაციო არხები.
მივესალმებით კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აქტივობას და კამპანიას ,,მეტიუსაფრთხოებისთვის". კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლები ტექნიკური ხასიათის მომსახურებას მიიღებენ სრულიად უსასყიდლოდ. დაუშვებელია ყოველგავრი კომპრომისი უსაფრთხოების ხარჯზე.
#გაზიყველაზესაშიშია
#დაიცავისიცოცხლე
#ნუგარისკავ