16 ნოემბრის სხდომის შედეგი

16 ნოემბერი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018111615273385287.jpg

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 160 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 16 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა თანხამ 91 450,11 ლარი შეადგინა.