26 ოქტომბრის სხდომის შედეგი

26 ოქტომბერი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018102613573129690.jpg

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 71 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 26 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 70 620,14 ლარის ოდენობით.