შეხვედრა მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე

26 ოქტომბერი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018102611002584127.JPG

ენერგოომბუდსმენის აპარატს წერილით მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქ-ნ სოფიო კილაძემ ქ. თბილისში საყვირის ქუჩის №2-ში, ვასილ თამარაშვილის ქუჩის №40-ში (ყოფ. მე-7 სკოლის შენობა) და ნავთლუღის ქუჩის №6-ში (ქ. წამებულის გამზ. №11/12, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა) მცხოვრები მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე. საკითხის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ დასახელებულ მისამართებზე, თუმცა საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში არ ფლობენ. აღნიშნული პრობლემის გამო ვერ სარგებლობენ კომუნალური მომსახურებით.

 

25 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს“, სს „თელასისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები.

 

სამუშაო პროცესში გაირკვა, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით. ენერგოომბუდსმენის აპარატი საკითხზე მუშაობას განაგრძობს მის საბოლოო მოგვარებამდე.