შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში
19 ოქტომბერი, 2018
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თანაშემწეებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას და გაეცნო წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებს.
ენერგოომბუდსმენის აპარატში აქტიურად განიხილება დუშეთის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები, რომელიც წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებს ეხება.