სასმელი წყლის მონიტორინგი
13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ ენერგოომბუდსმენის აპარატი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა მონიტორინგს სასმელი წლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ყოველი კონკრეტული ვარაუდი და ინფორმაცია სასმელი წყლის დაბინძურების თაობაზე მოწმდებოდა, როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, ასევე სხვა კომპეტენტურ უწყებებთნ.
მიმდინარე წლის 1 ივლისს სტიქიით გამოწვეული უბედური შემთხვევების ამოწურვის შემდეგ, მაღალი სანდოობის მიზნით, ენერგოომბუდსმენმა გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, გამოცდის ოქმი, სადაც კონკრეტულად არის მითითებული სინჯის აღების თარიღები, ადგილები და შედეგები.
სინჯები აღებულია 13 ივნისის შემდგომ დღეებში იმ ტერიტორიაზე, რომელიც ფაქტობრივად მოხვდა დატბორვის ზონაში და მის მიმდებარედ. მაგალითად, სინჯები აღებულია: წყნეთის, ამირეჯიბის, გაბაშვილის, ატენის, კოსტავას ქუჩებზე, ბაგებში და მათ შორის ზოოპარკის ტერიტორიაზე. სინჯების შედეგებმა აჩვენა, რომ სასმელი წყალი უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სტიქიის შედეგად თბილისის არცერთ უბანში წყალი არ დაბინძურებულა, რაც დადებითად აისახება ჩვენს მომხმარებლებზე.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი განაგრძობს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს, ვინაიდან მომხმარებლებისთვის უსაფრთხო პროდუქტის (წყალი) მიღების კონტროლი ენერგოომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.