ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) მოორიგი შეხვედრა დუბლინში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON წევრებთან ერთად ენერგეტიკის ფორუმს დაესწრო, რომელიც მიმდინარე წელს ქ.დუბლინში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა (20-21 სექტემბერი). მომხმარებელთა უფლებების შესახებ შემაჯამებელ სესია ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON თავმჯდომარეს ლუის შენდ სმიტს ეძღვებოდა.
კონფერენციაზე განხილული თემები სამ ნაწილად დაიყო:
1. სამომავლო საცალო ენერგეტიკული ბაზარი მომხმარებლებისათვის.
2. მომხმარებელთა ჩართულობის ახალი მოდელები.
3. რა არის მომხმარებელთა ახალი ღირებულებები.
მე-2 საკითხის განხილვაზე სალომე ვარდიაშვილი შეკითხვებით წარსდგა და მონაწილეობა მიიღო გამართულ დისკუსიაში.
"Citizens' Energy Forum" მაღალი მნიშვნელობის კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ევროკავშირის ორგანიზებით. კონფერენციას მრავალი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ტოპმენეჯმენტი.ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ტოპმენეჯმენტი