31 აგვისტოს სხდომის შედეგი

31 აგვისტო, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018083114574365225.JPG

ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 62 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 31 აგვისტოს საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის “, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 67 876,94 ლარის ოდენობით.