შხვედრა ტენტეხის მუნიციპალიტეტში
7 აგვისტო, 2018
ენერგოომბუდსმენის აქცია „შენი ხმა რეგიონს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს ბადრი ლიპარტელიანს, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს და მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ესაუბრა.
სალომე ვარდიაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მოისმინა სოფლებში არსებული პრობლემები, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელსაც ენერგოომბუდსმენი სს ,,ენერგოპრო ჯორჯიასთან“ და რეგიონული მართვის სამსახურთან განიხილავს.
ამასთანავე, სალომე ვარდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცანო საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებები, სამსახურის ფუნქციები, მიმდინარე და გასული წლების საქმინობის შედეგები. დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეგახსენებთ, რომ აქცია ,,შენი ხმა რეგიონს“ მიმდინარე წელს დაიწყო. ენერგოომბუდსმენმა 2018 წელი რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. შემდეგი შეხვედრა მიმდინარე კვირას ცაგერის მუნიციპალიტეტში შედგება.