ენერგოომბუდსმენის აქტივობა „შენი ხმა რეგიონს“ ქ. ზუგდიდში გაგრძელდა.

18 ივლისი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018071815110428143.JPG
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრები სამომხმარებლო ცნობიერების ამაღლებას და რეგიონულ ქალაქებში არსებული პრობლემბის ანალიზს ემსახურება.
მომხამრებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე საზოგადოებისგან არსებული პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად ელექტროენერგიის ხშირ შეზღუდვას და ბუნებრივი გაზის დაბალი წნევით მიწოდებას შეეხება. ამასთანავე, ენერგოომბუდსმენმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე.
რეგიონული შეხვედრები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.