შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თანაშემწეებთან ერთად სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე გრიგალავას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ენერგოომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცანო საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებები, სამსახურის ფუნქციები, მიმდინარე და გასული წლების საქმინობის შედეგები.
ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მოითხოვენ სოფლების გაზიფიცირების პროცესის დაჩქარებას, ელექტროენერგიის მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლას და მომსახურების ხარისხიანად მიწოდებას.
მომხმარებელტა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრაზე ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობასა და მომართვიანობისკენ მოუწოდა.
აქცია „შემი ხმა რეგიონებს“ გრძელდება, ენერგოომბუდსმენის აპარატი მომდევნო დღეებში სამეგრელოს რეგიონში იმუშავებს, ხოლო შემდედი ლოკაციების შესახებ იმფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.