12 ივლისის სხდომის შედეგი
12 ივლისი, 2018
![http://pdci.ge/res/images/images/2018071218140585116.jpg](/crop.img?src=res/images/images/2018071218140585116.jpg&crop=1.35:1&dimension=270x200)
ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 55 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 12 ივლისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს“სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 55491,73 ლარის ოდენობით.