5 ივლისის საჯარო სხდომის შედეგი
5 ივლისი, 2018
ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 2 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 5 ივლისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიუერის“ მიმართ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 1343,27ლარის ოდენობით.