ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა
29 ივნისი, 2015
2015 წლის 29 ივნისს, ენერგოომბუდსენი სალომე ვარდიაშვილი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ანტიკორუფციული საბჭოს მორიგ სხდომას ესწრებოდა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ქ-ნი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
საბჭომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი განხილა.