სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) მორიგ შეხვედრაზე ბრუსელში

14 ივნისი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018061412392842376.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე  ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი დონის კონფერენციას და ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON)  მორიგ გენერალურ სხდომას დაესწრო. კონფერენციაზე განხილული იყო ომბუდსმენის საქმიანობაში მედიატორის როლის გაფართოების შესაძლებლობები, რაც საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატში 2016 წლიდან დაინერგა და  არაერთხელ განხორციელდა 2017 წელს. ამ კუთხით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მუშაობას აგრძელებს.  სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) გენერალურ სხდომაზე სიტყვით წარსდგა და კოლეგებს 2017 წლის საანგარიშო მოხსენება გააცნო, რაც დადებითად შეფასდა. გარდა ამისა, აღნიშნულ სხდომაზე განიხილება პოლონეთის ენერგოომბუდსმენის ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელში(NEON) გაწევრიანების საკითხი, რასაც სალომე ვარდიაშვილი მხარს უჭერს.