11 მაისის საჯარო სხდომის შედეგი
11 მაისი, 2018
ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 31 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 11 მაისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 36 277,29ლარის ოდენობით.