შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და რეგიონული წარმომადგენილი აჭარაში ბექა სიორდია ქედას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ქედას მუნიციპალიტეტში შემავალი თემების ადმინისტრაციული ტერიტორული ორგანოს ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს რეგიონში არსებული პრობლემები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მიმართულებით.
ამასთანავე, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ენერგოომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას კანონით დადგენილი უფლებამოსილებები, სამსახურის ფუნქციები და გასული წლების საქმინობის შედეგები გააცნო.
ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა ელექროენერგეტიკის მიმართულებით. ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მიუთითებდნენ არასათანადო მომსახურებაზე, სოფლებში კომპანიის ტექნიკური რესურსის ნაკლებობაზე და გადახდის აპარატების არარსებობაზე.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრაზე ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობაზე შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენმა წამოიწყო აქცია, „შენი ხმა რეგიონებს“, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება და პირველ რიგში, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს მოიცავს.