4 აპრილის საჯარო სხდომის შედეგი

4 აპრილი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018040416000527182.JPG

ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 37 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 4 აპრილის  საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს“სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების  ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და  ჩამოეწერათ თანხა  43 133,69  ლარის ოდენობით.