2 ივლისის სხდომის შედეგები

2 ივლისი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015071317094950692.jpg

2 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიამ ენერგოომბუდსმენის 16 შუამდგომლობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დააკმაყოფილა და ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 41 423 ლარი შეადგინა.
განხილული საკითხებიდან 15 ეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს“ შორის არსებულ ხანდაზმულ დავალიანებებს. ერთი საკითხი კი ბუნებრივი გაზის მრიცხველის ღირებულებისათვის დარიხცული თანხის ჩამოწერას.