მომხმარებელთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში შედგა.

16 მარტი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018031615593462170.jpg

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის მინიციპალიტეტის ფარგლებში ეს იყო ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც  ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

შეხვედრაზე ენერგოომბუდსმენმა მოისმინა მომხმარებლების ძირითადი პრობლემები და განიხილა აქტუალრი საკითხები, რომლებიც შესაბამის რეგულაციას მოითხოვს.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას მოქმედი ნორმატიული აქტები გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ აქცია „შენი ხმა რეგიონს“  12 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დაიწყო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეძღვნებოდა. კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა არაერთი აქტივობა განახორციელა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.