ენერგოომბუდსმენმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ქ.ბორჯომში აღნიშნა.

15 მარტი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/201803152105155276.JPG

აქცია „შენი ხმა რეგიონს“ ქ.ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოქალაქეებთან შეხვედრით გაგრძელდა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სამსახურის ფუნქციები, მომხმარებელთა უფლებები და გასული წლების შედეგები გააცნეს.

ადგილზე გასაუბრებით გამოიკვეთა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რის თაობაზეც შედგა წერილობითი განცხადებები.

ენერგოომბუდსმენი აგრეთვე გაესაუბრა მცირე მეწარმეებს და მოისმინა არსებული პრეტენზიები ენერგოკომპანიების მომსახურების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა 16 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტში გაიმართება.