15 მარტის კვირეულის ფარგლებში ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

14 მარტი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/20180314165435393.JPG

მიმდინარე წლის 14 მარტს ქ. თელავში, კახეთის რეგიონულ ოფისში მან მოქალაქეები პირადად მიიღო და რეგიონულ თანაშემწესთან, სოფიო აივაზაშვილთან ერთად სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია მომხმარებლებს. 

ამასთანავე, საქმიანი შეხვედრა შედგა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან (გუბერნატორთან) ირაკლი ქადაგიშვილთან. შეხვედარას, აგრეთვე, ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, ქ. თელავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
აღნიშულ შეხვედრაზე განიხილეს კახეთის რეგიონში ენერგეტიკის დარგში არსებული პრობლემები და ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონული ოფისი განთავსებულია ქ. თელავში, გუბერნიის აპარატის შენობაში. კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობა, გუბერნატორისა და ენერგოომბუდსმენის აპარატები მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.