ენერგოომბუდსმენმა მომხმარებელთა უფლებების კვირეული ქ. ახმეტაში ხალხმრავალი შეხვედრით გახსნა.
ენერგოომბუდსმენმა მომხმარებელთა უფლებების კვირეული ქ. ახმეტაში ხალხმრავალი შეხვედრით გახსნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა ადგილზე მიიღეს სამართლებრივი კონსულტაციები და შესაბამისი წერილობითი განცხადებებით მიმართეს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.
გარდა ამისა ენერგოომბუდსმენმა კახეთის რეგიონულ თანაშემწესთან ერთად მონიტორინგის მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის სერვისცენტრი მოინახულა. ამასთანავე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი შეეხო მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საკითხებს.
დღის მეორე ნახევარში ქ.თელავის ცენტრალურ მოედანზე „შენი ხმა რეგიონს“ აქციის ფარგლებში ენერგოომბუდსმენი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა, გააცნო მათი უფლებები და საჭიროების შემთხვევაში მომართვიანობისაკენ მოუწოდა. ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებმა და თელავის ტერიოტორიული ორგანოების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ აქცია გაგრძელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე კვირის განმავლობაში, ხოლო წლის ბოლომდე ის მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.