9 მარტის სხდომის შედეგი
9 მარტი, 2018
ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 23 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 9 მარტის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „ბათუმის წყლისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ ჩამოეწერათ თანხა 38 826,26 ლარის ოდენობით.