სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) სამუშაო შეხვედრაზე ბრუსელში

26 თებერვალი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018022612225514810.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელიც ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ენერგოომბუდსმენები, აგრეთვე ოქსფორდისა და ლუვენის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები.

შეხვედრა კონფერენციის ფორმატში გაიმართა და კოლეგებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. კონფერენციის თემა ეხებოდა ენერგოომბუდსმენის როლს მომხმარებელსა და კონპანიის მორიგების საქმეში, ახალი გარიგებების დადებისას და ზოგადი დავების გადაწყვეტის დროს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის (NEON) ოფიციალური წევრი გახდა.