16 თებერვლის სხდომის შედეგი

16 თებერვალი, 2018
http://pdci.ge/res/images/images/2018021615502418743.JPG

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 30 შუამდგომლობა სემეკის 16 თებერვლის  საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისa “და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ მიმართ, ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის შესახებ. 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 46 288,66  ლარის ოდენობით.