ქ.ბათუმის წარმომადგენელი მოსახლეობას შეხვდა
3 ივლისი, 2015
ენერგოომბუდსმენის ქ. ბათუმის რეგიონის წარმომადგენელი ბექა სიორდიას დახმარებით ბათუმში, კახაბრის #32-ში (ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობა) მცხოვრები დავნილები და ეკომიგრანტები ბუნებრივი გაზს მიიღებენ.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავდნენ, ისინი 5 წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ გაზიფიცირებას. ენერგოომბუდსმენის თანაშემწემ ადგილზე შეისწავლა აღნიშნული პრობლემა, შეხვდა და გაესაუბრა შენობაში შესახლებულ პირებს, რის საფუძველზეც რეკომენდაციით მივმართეთ შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“.
კომპანიამ დააკმაყოფილა საზგადოებრივი დამცველი მოთხოვა და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოაღნიშულ დასახლებას 25 ივლისამდე მიეწოდება ბუნებრივი გაზი.