შეხვედრა მოქალაქეებთან წყლის გზარდილ გადასახადებთან დაკავშირებით
ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, სემეკის წყალმომარაგებისა და საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქ.თბილისში, ისნის რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ მომხმარებლების პრეტენზიებს შპს „ჯორჯჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ მიერ განხორციელებულ დარიცხვებზე. მომხმარებლემა წარმოადგინეს ქვითრები, სადაც ასახული იყო გაზრდილი ხარჯი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეუსაბამოდ მაღალია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები. მოლაპარაკების შედეგად, დაგაწყდა, რომ შპს „ჯოჯრჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაატარებს თითოეული მრიცხველის, ასევე წყალმომარაგების ქსელის ტექნიკურ შემოწმებას. შედეგები კომპანიის პოზიციასთან ერთად ეცნობება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარატგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.