26 იანვრის სხდომის შედეგი
26 იანვარი, 2018
ენერგოომბდუდსმენის მიერ წარდგენილი 28 შუამდგომლობა სემეკის 2018 წლის 26 იანვრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „ბათუმის წყლისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 21 929,15 ლარის ოდენობით.