ენერგოომბუდმსენის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობათან ქ.გორში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ქ. გორში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინა მათი პრობლემები ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით. შევხედრას ესწრებოდნენ ომბუდსმენის აპატარისა და სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს პრეტენზიას და უსაფუძვლოდ მიიჩნევს დეკემბრის თვეში დარიცხულ გადასახადს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხამარებლებმა დაწერეს ინდივიდუალური განცხადებები, რომელიც განხილული და შესწავლილი იქნება ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აქტურ მუშაობას იწყებს აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს მომხარებელთა ინტერწესების დასაცავად.