2017 წლის საქმიანობის შეჯამება
2017 წლის შეჯამება
მომართვიანობა
ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით ის დაახლოებით 6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი, ერთის მხრივ, მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს.
2017წელს დარეგისტრირდა - 4333 განცხადება
კონსულტაციებისთვის მოგვმართა - 8474 მოქალაქემ
ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში მოგვმართა - 1758 მოქალაქემ
განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა კომპანიების მიხედვით
სს „თელასი“ - 823
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 447
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 132
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 1163
სს ,,საქორგგაზი“ – 16
შპს ,,ვისოლ-გაზი“ – 14
შპს „ყამარ გაზი“ – 1
შპს „ტაბა“- 16
შპს „ვარკეთილაირი“ - 3
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 972
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 102
შპს „მცხეთის წყალი“ – 168
შპს „რუსთავის წყალი“ – 454
შპს „ბათუმის წყალი „- 22
სექტორის მიხედვით
წყალმომარაგება - 1718
ელექტროენერგეტიკა - 1270
ბუნებრივიგაზი - 1345
წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2017 წელსაც ლიდერობდა. ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში,ძირითად პრობლემად რჩებაგასულ წლებში დაგროვებულიდავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. თბილისის მასშტაბით მრავალი საჩივარი დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით. საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რებიაბილიტაციის პროცესების გაჭიანურებასთან. რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას.
ბუნებებრივი გაზის სექტორი 2017 წელს მეორე ადგილზეა. 2016 წელთან შედარებით იმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ. გაზის სექტორში მრავალად დაფიქსირდა ხანდაზმული დავალიანებების პრობლემაც.
ელექტროენერგეტიკის სექტორში კვლავაც აქტუალურია სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე. ამ მხრივ სერიოზული წინსვლა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდ ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან, რაც ჩამოწერილი თანხების ოდენობითაც აიხსნება. რეგიონში აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლის საკითხი.
რეკომენდაციებიდაგადაწყვეტილებები
2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4625 რეკომენდაცია, ხოლო სემეკს მივმართეთ 1358 შუამდგომლობით.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობში 1108324.6ლარი შეადგინა.
ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზე1494868.7ლარი ჩამოიწერა.
ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 2603193.2ლარი შეადგინა.