14 დეკემბრის საჯარო სხდომის შედეგი
14 დეკემბერი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი 28 შუამდგომლობა სემეკის 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ მიმართ, ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის შესახებ.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 45 016.74 ლარის ოდენობით.