8 დეკემბრის საჯარო სხდომის შედეგი

8 დეკემბერი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017120814564130514.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 46 შუამდგომლობა სემეკის 8 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების  ჩამოწერის შესახებ.

ასევე, განიხილებოდა სადავო საკითხი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ, რომელიც ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისათვის დადგენილი ვადების დარღვევას ეხებოდა.

ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა  77 322.82 ლარის ოდენობით.