17 ნოემბრის საჯარო სხდომის შედეგი

17 ნოემბერი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/201711171730422978.JPG


მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 28 შუამდგომლობა სემეკის 17 ნოემბრის  საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისa “და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ მიმართ, ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ. 

ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 35 267.52 ლარის ოდენობით.