შეხვედრა ბუნებრივი გაზის კომპანიებთან

15 ნოემბერი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/201711151735175941.JPG

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენის ინიციატივით ბუნებრივი გაზის მსხვილ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სემეკის ბუნებრივი გაზისა და მეთოდოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები.

საზოგადოებრივმა დამცველმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო კომპანიების მიერ  უსაფრთხოების მიზნით გატარებული და დაგეგმილი ტექნიკურისამუშაოების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებს, რაზეც თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს კომპანიებისა და მეთოდოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ კომპანიებმა უნდა გააძლიერონ საინფორმაციო კამპანია მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით (მაგალითად: საინფორმაციო შეტყობინებები, ფლაერები, ვიდეო რგოლები), რაშიც აქტიურად იქნება ჩართული ენერგოომბუდსმენის აპარატი.

სალომე ვარდიაშვილი მოუწოდებს მომხმარებლებს გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ქსელის დამონტაჟების დროს, ასევე, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ მომსახურე კომპანიებს.