პირველი დეკადის შეჯამება

6 ივლისი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015071316360348367.jpg

 

მიმდინარე წლის იანვარიდან ივნისის თვის ჩათვლით ენერგოომბუდსმენის აპარატში 1294 განცხადება დარეგისტრირდა. 1620 მოქალაქემ ისარგებლა სამართლებრივი კონსულტაციებით, ხოლო ელქტრონულ ფოსტასა და ოფიციალურ ,,ფეის ბუკ“ გვერდზე 152 წერილი დაფიქსირდა. 
საჩივრები დარგობრივად შემდეგნაირად გადანაწილდა
* ელ.ენერგია – 685
* წყალმომარაგება – 354
* ბუნებრივი გაზი – 256
კომპანიების მიხედვით, საჩივრების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სს ,,თელასი“ – 594
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ - 81
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ - 9
შპს ,,ყაზტრანსგაზი - თბილისი“ - 233
შპს ,,სოკარ ჯორჯია - გაზი“ – 22
,,ენერგოკავშირი“ - 1
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 269
შპს ,,მცხეთის წყალი“ - 65
შპს ,,რუსთავის წყალი“ – 4
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ – 16

ელექტროენერგეტიკის მიმართულების კვლავ მწვავედ დგას ხანდაზმული დავალიანების და არასათანადო მომსახურების საკითხები, ბუნებრივი გაზის სფეროში კი ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების თემა არის აქტუალური. წყალმომარაგების სექტორში, ასევე პრობლემურია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების თემა, ასევე მომსახურების ხშირი შეწყვეტა, რაც კომპანიის მხრიდან სხვადასხვა მიზეზებით აიხსნება.
თითოეული საქმის არსებითი შესწავლის შედეგად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა უფლებების დარღვევის ფაქტები დააფიქსირა, რის საფუძველზეც რეკომენდაციით მიმართა შესაბამის კომპანიებს. მიმდინარე წლის პირველ დეკადაში 353 რეკომენდაცია გაიგზავნა სხვდასხვა კომპანიებში. პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, რის გამოც ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 278 314.98 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ენერგოომბუდსმენმა მთელი რიგი საკითხები წარადგინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე და პირველი დეკადის მონაცემებით, სემეკის გადაწყვეტილებებით 267 377.96 ლარი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა ჩამოეწერა მოქალაქეებს. 
ამ პერიოდისთვის, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხის ჯამი შეადგენს 545 693 ლარს