19 ოქტომბრის საჯარო სხდმოის შედეგი
19 ოქტომბერი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი 3 შუამდგომლობა სემეკის 19 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები შეეხებოდა სს“თელასისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებისა და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერას.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ და დაუკორექტირდათ თანხა 3 144,37 ლარის ოდენობით.