NEON-ის შეხვედრა ვორინგტონში

13 ოქტომბერი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017101314501716842.jpg


ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. NEON-ის (ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების ქსელი) მორიგი სხდომა ქალაქ ვორინგტონში გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი დამცველი სიტყვით გამოვიდა. სალომე ვარდიაშვილმა გასული წლის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
NEON-ის წევრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი 2018 წლიდან ორგანიზაციის ოფიციალური წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აქტიურ მონაწილეობას იღებს ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების ქსელების შეხვედრებში.