7 სექტემბრის სხდომის შედეგი

7 სექტემბერი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017090717195962173.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 130 შუამდგომლობა სემეკის 2017 წლის 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ მიმართ, ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 174 439.01 ლარი ოდენობით.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით.