18 აგვისტოს საჯარო სხდომის შედეგი
18 აგვისტო, 2017
![http://pdci.ge/res/images/images/2017030619102791091.png](/crop.img?src=res/images/images/2017030619102791091.png&crop=1.35:1&dimension=270x200)
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი 58 შუამდგომლობა სემეკის 18 აგვისტოს საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 43 798,66 ლარი ოდენობით.