21 ივლისის სხდომის შედეგი
21 ივლისი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 27 შუამდგომლობა სემეკის 21 ივლისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“მიმართ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერას ეხებოდა.
ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 21572.03 ლარის ოდენობით.