ენერგოომბუდსმენის შეხვედრა ნუკრიანის მოსახლეობასთან
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი წყალმომარაგების პრობლემებზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანს სტუმრობდა.
მოსახლეობამ სიღნაღის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სოფლისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესება მოითხოვა.
აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი აქციაში მონაწილე მოქალაქეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განმარტების თანახმად, წყალმომარაგების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ მრიცხველების დამონტაჟებით.
მომხმარებლებმა ენერგოომბუდსმენთან, აგრეთვე, ისაუბრეს ელეტროენერგიის სექტორში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, მოძველებული ინფრასტრუქტურის, არასათანადო მომსახურებასა და ცვალებადი ძაბვის შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი აქტიურად იქნება ჩართული აღნიშული საკითხების მოგვარებაში, თვალყურს მიადევნებს წყლის და ელ.ენერგიის პრობლემების სიღრმისეულად მოგვარებას და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიებს.