14 ივლისის საჯარო სხდომის შედეგი
14 ივლისი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი 183 შუამდგომლობა სემეკის 14 ივლისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხთა უმეტესობა სს „თელასისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
ასევე განიხილებოდა საკითხი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 186 098,23 ლარი ოდენობით.