30 ივნისის სხდომის შედეგი

30 ივნისი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017063017494992391.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 149 შუამდგომლობა სემეკის 30 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”, სს“კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სს“ენერგო-პრო ჯორჯიისა“ და სს ,,თელასის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლდ დარიცხული თანხების ჩამოწერას ეხებოდა.
ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 141 694,56 ლარის ოდენობით.