შეხვედრა სოფელ მთიძირის მოსახლეობასთან
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი, მისი თანაშემწე გაგა კენჭოშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში იმყოფებოდნენ, სადაც წყალმომარაგების კუთხით მძიმე ვითარებაა შექმნილი. მოქალაქეები შპს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტები არიან, თუმცა უმრავლესობა სასმელ წყალს საერთოდ ვერ იღებს.
კომისიის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და არსებული ქსელი დაათვალიერა, ენერგოომბუდსმენთან ერთად შეხვდა და ესაუბრა სოფლის მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშული საკითხის შესახებ ენერგოომბუდსმენის აპარატში დაწყებულია საქმისწარმოება და გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება მომხმამრებელთა ინტერესების დასაცავად.