12 ივნისის სხდომის შედეგი
13 ივნისი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილის სემეკის 12 ივნისის საჯარო სხდომას დაესწრო, სადაც განიხილებოდა საკითხი შპს „დი-ვი-ესის“ პასუხისმგებლობის თაობაზე.
დაჯარიმების საფუძველი გახდა კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების დარღვევა. კერძოდ, შპს „დი-ვი-ესი“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა კომისიის მიერ დადგენილ ტარიფზე მაღალი ტარიფით.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „დი-ვი-ესს“ დაევალა მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების წინასწარ გადახდილად ჩათვლა.
ენერგოომბუდსმენი ჩაერთო საჯარო განხილვაში და აღნიშნა, რომ გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და განახორციელებებს მკაცრ მონიტორინგს მსგავსი დარღვევების პრევენციისათვის.